წყალბურთის კლუბმა თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო.
თბილისელები პირველ ტურში საბერძნეთში "ოლიმპიაკოსს" ესტუმრნენ და 11 ბურთიანი სხვაობით 20-9 დამარცხდნენ.
ბერძნები ყველა პერიოდში აქტიურები იყვნენ, განსაკუთრებული უპირატესობა ბოლო მეოთხედში ჰქონდათ როცა ტაიმი 7-2 მოიგეს.
წყალბურთის კლუბი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე სეზონია ასპარეზობს.
მეორე ტურის მატჩი "დინამოს" 9 ნოემბერს გასვლაზე ხორვატიაში "იარდანის" წინააღმდეგ ელოდება.