წყალბურთის კლუბი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს გამართავს.
"დინამოსა" და "ოლიმპიაკოსის" შეხვედრა საბერძნეთში დღეს თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.
ზედიზედ მესამე სეზონია თბილისელები წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ.
სადებიუტო სეზონში "დინამომ" ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვება მოიპოვა. მეორე წელს კი ორი მატჩი მოიგო.
2021-22 წლების სეზონში კლუბის მიზანი ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებაა.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.