ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა პირი, რომელმაც ბათუმში, ნარკოლოგიურ ცენტრთან კაცი სასიკვდილოდ დაჭრა.
მოსამართლემ ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს აღიარებს, თუმცა მოტივის დასახელებისა და ჩვენების მიცემისგან თავს იკავებს.
მომდევნო სასამართლო პროცესი დეკემბერში გაიმართება.
შემთხვევა ნიკო ჯაყელის ქუჩაზე, 21 ოქტომბერს მოხდა. 44 წლის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ბრალდებულმა კაცს რამდენიმე ტყვია ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.