ბათუმში კაცის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

24 ოქტომბერი 2021, 12:52 3005 ნახვა

სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ ბრალს 33 წლის კაცს, რომელიც პოლიციამ ხელვაჩაურში ორი დღის წინ  განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულს ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი