დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. გათამაშების ლიდერი ბათუმის ''დინამო'' აუტსაიდერ ''სამტრედიას'' გასვლაზე დაუპირისპირდება.
30 მატჩის შემდეგ შავიზღვისპირელებს 64 ქულა აქვთ, იმერლები კი 17 ქულით ბოლო ადგილზე არიან.
შეხვედრა დღეს სამტრედიაში 14:30 საათზე დაიწყება.
სხვა მატჩები :
შუქურა - ლოკომოტივი 14:30 საათი;
დილა - სამგურალი 16:30 საათი;
თელავი - ტორპედო 18:30;
საბურთალო - დინამო თბილისი 20:30.
გულშემატკივართა საყურადღებოდ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგის მატჩებზე გულშემატკივართა 33% დაიშვება
მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინის სრული დოზის ან უახლოესი 6 თვის განმავლობაში კორონა ვირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთი, 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.
ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში გულშემატკივარი შეძლებს მატჩზე დასწრებას.
აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.