ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის ‘’საუკუნის პროექტი’’, როგორც მას უწოდებენ გრძელდება. გზის ერთერთ, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშოები კომპანია ‘’მამისონმა’’ ხელშეკრულებით ნოემბერში უნდა დაასრულოს, მეორე კომპანიას კი 42კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთი წელი აქვს.
გზასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა წლების მანძილზე გაცემულ დაპირებებსა და გზასთან დაკავშირებულ მოუგვარებელ პრობლემაზე კვლავაც საუბრობს იმედი აქვთ, ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ამჯერად მაინც დასრულდება.