მაღალმთიანეთში თოვს. ხულოში თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 10 სმ-ს აღწევს, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 20 სმ-ია. უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, თუმცა ამ დროისთვის დენს ყველა აბონენტი შეუფერხებლად ღებულობს. შეზღუდვები მოქმედებს გოდერძის უღელტეხილზე. გათოვდა შუახევის სოფლებშიც, სადაც თოვლის საფარი 3-6 სმ აღწევს.