მიხეილ სააკაშვილის მორიგ ვიდეოს აფასებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში "ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი. იმაზე კი, რაზეც სააკაშვილი საუბრობს, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ბოდვაა.
ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გუშინ გაავრცელა სატვირთო ავტომობილში გადაღებული ვიდეო, რომელიც ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილის ტელეფონში იყო და აქვთ შეკითხვები როგორ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი ეს კადრები მედიისთვის მაშინ, როცა ექსპერტიზაზე უდნა ყოფილიყო.