აგვისტოს ომში კარგად გამოჩნდა მისი ლაჩრული სახე და მოღალატეობრივი საქმიანობა - პრემიერი სააკაშვილზე 

21 ოქტომბერი 2021, 16:04 735 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომი ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა ქვეყნისთვის, დღეს მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში.

პრემიერი ამბობს, რომ მმართველი, რომლის პერიოდშიც დაიკარგება ტერიტორიები და დაკანონდება ოკუპაცია, ვერ უნდა ბედავდეს პოლიტიკაში დარჩენაზე საუბარს. 

''აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად სააკაშვილს აგვისტოს ომის პროცესში. კარგად გამოჩნდა მისი ლაჩრული სახე და მოღალატეობრივი საქმიანობა, როგორ ჩააბარა მოღალატეობრივად კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ადამიანი აქცია დევნილობაში. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. ორგანიზაცია, მმართველი, რომლის პერიოდშიც დაიკარგება ტერიტორიები და დაკანონდება ოკუპაცია, საერთოდ როგორ უნდა ბედავდეს არათუ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარს, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

ამიტომ, დღეს რეალობა არის შემდეგი, რომ მთავარი მასხარა, ეს ბელადი, არის ციხეში, რადგან მან მძიმე დანაშაული ჩაიდინა და ყველა დამნაშავე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობას იკავებდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ პრაქტიკა, რომ არც ერთი ადამიანი არ დგას და ვერ იქნება კანონზე მაღლა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში