რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო. დელეგაციამ რომის პაპს საქართველოში სამოციქულო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, - იუწყება ვატიკანის რადიო. პაპმა ფრანცისკმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათმა ვიზიტმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბევრი მოგონებები გაახსენა. პონთიფიკოსმა აღნიშნა, რომ პირადად მასზე დიდი შთაბეჭდილება საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მოახდინა. „მე ის აღვიქვი როგორც ღმერთის კაცი“, - აღნიშნა რომის პაპმა.