ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
სამივე დაკავებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ პროკურატურამ სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერცერთი მტკიცებულება, რის საფუძველზეც მოსამართლემ ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა გუშინ სასამართლო სხდომა. პროკურორისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან ერთ-ერთი ბრალდებული ბექა ლატარია გააძევა. ადვოკატის ინფორმაციით პროტესტის ნიშნად ბექა ლატარიამ შიმშილობა დაიწყო.
ნატალია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული სამივე პირი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულებს გამოძიება განზრახ მკვლელობას, ნარკოტიკების შენახვასა და დანაშაულის დაფარვას ედავება.