დღეს, ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში გაიმართება. სატურნირო ცხრილის ლიდერი ბათუმის ''დინამო'' ახალ არენაზე მეორე ადგილზე მყოფ თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლებს.
ბილეთების გაყიდვა biletebi.ge- ზე მიმდინარეობს.
29 ტურის შემდეგ, ბათუმის "დინამოს" 63 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო დედაქალაქები 56 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ. მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა, მთავარი არბიტრის ჰუსეინ გოჩეკის ხელმძღვანელობით, მოემსახურება.
შეხვედრა დღეს 18:30 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 72 საათიანი ვალიდურობის PCR, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.