ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტში. პოლიტიკურ განცხადებებს დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა. ერთმანეთს ალუდა ღუდუშაური და მამუკა ხაზარაძე დაუპირისპირდნენ.
სიტუაციის განსამუხტად საჭირო გახდა მანდატურებისა და დეპუტატების ჩარევა. ღუდუშაურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაპირველად სალომე სამადაშვილს მიმართა და წინა ხელისუფლების მანკიერი მხარეები გაახსენა. შემდეგ მან შალვა შავგულიძეს მიმართა გაეხსენებინა, თუ რა პირობებში უწევდათ ადვოკატებს მსჯავრდებულების მონახულება.
ასევე მამუკა ხაზარაძეს სესხების გაცემის პირობები გაახსენა, მათი მისამართით კი ტერმინი „უტიფარი“ გამოიყენა და განაცხადა, რომ ხალხს ყველაფერი ახსოვს. ალუდა ღუდუშაურთან მისვლა და მისთვის პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სცადეს, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.