ამ ქვეყანაში რევოლუციებისა და ომის დრო დამთავრებულია - პრემიერი

19 ოქტომბერი 2021, 13:54 695 ნახვა

ამ ქვეყანაში რევოლუციებისა და ომის დრო დამთავრებულია -  ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში განაცხადა, სადაც "ქართული ოცნების" აქტივს შეხვდა.

მისივე განცხადებით, სიძულვილის ენით საუბარი მომდინარეობს ,,ნაციონალური მოძრაობისაგან''.

​„ეს ადამიანები („ნაციონალური მოძრაობა“) სიძულვილის ენით 9 წელი მართავდნენ ქვეყანას და ყველა ქმედება: უბედურება, ადამიანების ტანჯვა და წამება, მათგან მომდინარეობადა და რომელ სიძულვილის ენაზე მელაპარაკებით?!. ამ ქვეყანაში რევოლუციებისა და ომის დრო დამთავრებულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა დაისვენოს ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მომდინარეობს მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან.

"ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან ვითარებასა და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა დაისვენოს ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მომდინარეობს მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი