ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა. ინდიან უელსის ფინალში ასპარეზობის შემდეგ ნიკოლოზი მსოფლიო ჩოგბურთის კლასიფიკაციაში ერთბაშად 9 პოზიციით დაწინაურდა.
ბასილაშვილი ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოს 36 ჩოგანი იყო, ხოლო განახლებულ რეიტინგში 2066 ქულით 27-ე პოზიცია უკავია.
ნიკას საუკეთესო მაჩვენებელი 2019 წლის მასში ჰქონდა, როდესაც ქართველი მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო. ATP-ს რეიტინგის საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება: