საფრანგეთში დააკავეს ქართველები და სომხები, რომლებსაც კავშირი აქვთ „რუსულ მაფიასთან“, - შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ ამიენის სამართალდამცავებმა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა აღკვეთეს, კერძოდ, „რუსულ მაფიასთან“ კავშირის მქონე, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომობილებით.
საფრანგეთის პოლიციის თანახმად, დაკავებულია 37 პირი.