29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გვიან ღამით კარიერის მთავარ შეხვედრას გამართავს.
ნიკოლოზი ინდიან უელსის 1000 ქულიანი ტურნირის ფინალში 26 წლის ბრიტანელ კამერონ ნორის დაუპირისპირდება.
ქართველმა მასტერის ფინალში გასვლა პირველად მოახერხა.
ბასილაშვილმა ამერიკაში მიმდინარე ტურნირზე პირველ დაპირისპირებაში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენსი დაამარცხა.
ამის შემდეგ ესპანელ ანდერს-რამოს ვინოლასს სძლია. მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-3 ჩოგან ბერძენ სტეფანოს ციციპასს მოიგო.
ნახევარფინალში კი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის და კამერონ ნორის მატჩი თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
ინდიან უელსის საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარია.