საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრება ონლაინრეჟიმში გაიმართა. მასში ოცდათერთმეტი ქვეყნის მსჯავრდებულთა ორმოცდასამი გუნდი მონაწილეობდა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა და პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.