აჭარული დერბი ბათუმის "დინამომ" მოიგო

16 ოქტომბერი 2021, 16:21 1054 ნახვა

სანაკრებო შესვენების შემდეგ დღეს საქართველოს ეროვნული ლიგა 29-ე ტურით განახლდა. აჭარული დერბი კი ბათუმის "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა.

ფოთში ქობულეთის "შუქურა" ბათუმის "დინამოს" მასპინძლობდა შეხვედრა ბათუმელებმა 2-0  მოიგეს.

პირველი ნახევარი უგოლო ფრედ 0-0 დასრულდა.

  • 65-ე წუთზე აზაროვმა გაფრინდაშვილს გაატანინა და ბათუმი წინ გავიდა. 
  • 93-ე წუთზე კი აზაროვმა შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

29 თამაშის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 63 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

53 მეორე ადგილზე მყოფი თბილისის "დინამო" დღეს "ტორპედოს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი