გიგი უგულავამ თუ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის აუცილებლად დაჯარიმდება - ალექსანდრე დარახველიძე

15 ოქტომბერი 2021, 14:15 1256 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის დაჯარიმდება. ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის აუცილებლად დაჯარიმდება“, – განცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. 

მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი