ქობულეთის “შუქურა” VS ბათუმის “დინამო”

15 ოქტომბერი 2021, 11:40 604 ნახვა

სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 29-ე ტურით განახლდება.

გათამაშების ლიდერი დინამო ბათუმი ჩემპიონატის აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას სტუმრად დაუპირისპირდება, მისი კონკურენტი თბილისის დინამო კი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. თელავი ლოკომოტივს მიიღებს, საბურთალო სამგურალს, დილა კი სამტრედიას უმასპინძლებს.

28 ტურის შემდეგ ბათუმელები სატურნირო ცხრილს 60 ქულით ლიდერობენ და თბილისელებს 7 ქულით უსწრებენ. შუქურა კი 25 ქულით ბოლოსწინა მეცხრე პოზიციაზეა. მატჩი თბილისი დროით 14:30 წუთზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში