საქართველოში ინტერის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება - ეს ინფორმაცია ქუთაისის ტორპედოს ახალმა მფლობელმა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დირექტორმა, დავით კერესელიძემ დაადასტურა.
ეჭვი არ მეპარება, რომ "ინტერის" აკადემია საქართველოში ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ჩვენ თანამოზიარენი გავხდით იმ დიდი გამოცდილებისა, რომელიც იტალიურ გუნდს გააჩნია.
ახალგაზრდების სწორად განვითარების მიზნით კი აკადემიაში "ინტერის" მაღალკვალიფიციურ მწვრთნელებს მოვიწვევთ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდას, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მილანის "ინტერის" პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია საქართველოში ფუნქციონირებას 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს, რომელიც "ინტერისთვის" რიგით მეოცე იქნება.