ქედაში, სოფელ დანდალოს მოსახლეობა 220-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სოფლის ტერიტორიაზე გაყვანას ეწინააღმდეგება. დღეს ადგილობრივებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი გიორგი შარკოვი, ქედის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. დანდალოს მოსახლეობის თქმით, მაღალი ძაბვის ხაზები ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, სასაფლაოების და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ გაივლის, რაც მათი აზრით, უსაფრთხოების ნორმებს ეწინააღმდეგება და შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს კერძო საკუთრების საკითხიც.
გიორგი შარკოვის განცხადებით, პროექტი უკვე დამტკიცებულია, შესაბამისად მისი შეცვლა არ იგეგმება. ელექტროგადამცემებთან მცხოვრები ოჯახები კი, ზარალის მიხედვით, კომპენსაციას მიიღებენ. საერთო ჯამში, შუახევის, ქედისა და ბათუმის მოსახლეობის კომპენსირებისათვის, 22 მილიონი ლარი დაიხარჯება. "ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით 220-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის" პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, მასზე 36 ნახევარი მილიონი დოლარი დაიხარჯება.