საერთოდ არ მაინტერესებს - ეკონომიკის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

12 ოქტომბერი 2021, 12:44 780 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც კანონით აქვს დაკისრებული. ნათია თურნავას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობის თემა მისთვის ნაკლებად საინტერესოა.

''რაც შეეხება იმას შიმშილობს თუ არ შიმშილობს სააკაშვილი, არ მიწყინოთ ვფიქრობ, ეკონომიკის მინისტრისთვის არაადეკვატური კითხვაა. მთელს მსოფლიოში სიღარიბის გამო, მილიონობით ადამიანი შიმშილობს. საქართველოში, საწუხაროდ, ჯერ სიღარიბის პრობლემა გვაქვს.

თქვენ რომ მეკითხებოდეთ, რას ვაკეთებთ ამისთვის, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს, სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა. ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში