ძალოსანმა ნათია გადელიამ გამარჯვება ბათუმში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუძღვნა

11 ოქტომბერი 2021, 18:35 1171 ნახვა

საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნათია გადელიამ სამი მედალი მოიპოვა. ეს გამარჯვება სპორტსმენმა ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუძღვნა. ახალგაზრდა ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში ოქროს, ხოლო ატაცში ვერცხლის მედალები დაესაკუთრა. ნათია გადელიამ ატაცში სამივე წონა 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,ხოლო აკვრაში ჩვენმა სპორტსმენმა თავი 108/113/ 117კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე მან ოქრო ორჭიდის ჯამში 208 კილოგრამითაც მოიპოვა. გარდა ამისა ძალოსანმა საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით შეძლო. ნათია გადელია მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ჩემპიონია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი