საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს სააკაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების თაობაზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა,რომ უკიდურესი უზნეობაა პატიმრის დაცინვა,. - ასეთივე უზნეობად მიმაჩნია მცდელობა, რომ განხეთქილება შეიტანონ იმ ურთიერთობებში, რომელიც ამ პატიმარს საკუთარ თანაპარტიელებთან თუ თანამოაზრეებთან აქვს - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.