როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს - პრემიერი

11 ოქტომბერი 2021, 15:01 975 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როდესაც ადამიანი შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ  თაფლს არ უნდა ჭამდეს. 

„სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე - იციან, რომ მეორე ტურშიც ყველგან დამარცხებიან - რამენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, რომ თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად.

შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, ყოველდღიურად ძალიან კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის დამაკმაყოფილებელი. ამას გარდა როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამასაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მან პირადად იყიდა საკრედიტო ბარათით შვიდი კოლოფი ტაფლი და ნახევარი კილო მიიღო.  შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 6 წელი მოუწევს სააკაშვილს ციხეში ყოფნა.

''დღეის მდგომარეობით სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდისთვის.  გამორიცხულია, 100% გიდასტურებთ, რომ ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში.

როგორც დაასრულა ამ ადამიანმა ავნტურისტული ექსპერიმენტი, კარგად ვნახეთ ყველამ. თავი ამოყო ციხეში. ამას გარდა, კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი დაჭერა, ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს. 

ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩემს განცხადებას და არასწორი ინტერპრეტაციები არ უნდა გააკეთონ. მე უბრალოდ ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი. მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა, წავიკითხე დაუმორჩილებლობა, გადატრიალების მსგავსი მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს, მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ბუნებრივია, ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად ვუპასუხე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის საპატიმროში, მას ბუნებრივია, სხვა მუხლები და სხვა სასჯელი დაემატება, რასაც, ღარიბაშვილის თქმით, კანონი ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში