ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გადარჩენილი კაცის, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებელი ნორმებშია მოსული, ის რჩება ინტენსიურ განყოფილებაში.
37 წლის ზვიად თავდგირიძის ნანგრევებიდან ამოყვანა მაშველებმა 11 საათის შემდეგ შეძლეს.