ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედლით დაასრულა.
63 კილოგრამით წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ლერი აბულაძემ, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ, რამაზ ზოიძემ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ. ხუთიდან სამი მედალი აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილებს ეკუთვნით.
აღსანიშნავია, რომ 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი გახდა.