ბათუმში დაღუპულებს გლოვობენ

10 ოქტომბერი 2021, 20:30 1735 ნახვა

უბედურმა შემთხვევამ ქვეყანა კიდევ ერთხელ გააერთიანა. 9 დაღუპულს  ქალაქი გლოვობს. ე.წ-ლი  მემორიალური რკინის კონსტრუქცია ყვავილებმა დაფარა.  მოქალაქეებს ადგილზე გარდაცვლილი პატარების ხსოვნის პატივსაცემად რბილი  სათამაშოები მიაქვთ.

ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალხის ნაკადი ორი დღეა არ წყდება. სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის  წევრია. დავლაძეები დღეს სოფელ ჭარნალში დაკრძალეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი