სარდაფში სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა - დაკავებულის ადვოკატი

10 ოქტომბერი 2021, 14:12 768 ნახვა

26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის რამინ პაპიძის განცხადებით, მიმდინარეობდა ორი საცხოვრებელი ბინის გაერთიანება და სარემონტო სამუშაოები პირველ სართულზე ხორციელდებოდა.

''მე შევხვდი ბრალდებულს,  მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის   240-ე მუხლის  მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამშენებლო სამუშაოების წესების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს.  მისი განცხადებით,  სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა და შემხებლობა საძირკველთან  არც მესაკუთრეს და არც სხვა პირებს არ ჰქონია.

ექსპერტიზა დაადგენს, ზუსტად ამ სამუშაოების, ანუ ამ ორი ბინის გაერთიანებისას იქნა თუ არა დარღვეული საინჟინრო რეგულაციები და ბრალეულობის საკითხი მერე გადაწყდება.'' - ამბობს დაკავებული ზაურ ბუდატოვის   ადვოკატი რამინ პაპიძე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში