მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო - ჯუმბერ ბათაძე

09 ოქტომბერი 2021, 20:06 306 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის ჯუმბერ ბათაძის განცხადებით, ბათუმში ტრაგედიის ადგილას მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

მისივე განცხადებით, მეხანძრე-მაშველები კოორდინირებულად მუშაობდნენ და მაქსიმალურად ჩაერთნენ სამუშაოებში. 

"რეგიონებიდან დამატებითი მობილიზება იყო მეხანძრე - მაშველების. წინასწარ შესწავლილ იქნა ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების სავარაუდო ადგილმდებარეობა. სამუშაო რეჟიმი იყო სადღეღამისო ჩანაცვლებით . მაშველებმა მაქსიმალური გააკეთეს, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მათ," - აცხადებს ჯუმბერ ბათაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი