წამების, არადამიანური მოპყრობისა და ღირსების შელახვის შემთხვევაში სანქციები მკაცრდება. ცვლილების მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებაში ამ ტიპის დანაშაულის ჩადენისას, პირს ნაცვლად 12-დან 17 წლამდე პატიმრობისა, თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით შეეფარდება. ცემა ძალადობის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. საკითხზე დღეს მესამე მოსმენით იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა.