ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ამ წუთისვის არსებული ინფორმაციით მაშველებმა 5 გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო კიდევ 2 საავდმყოფოშია გადაყვანილი, ჯერჯერობით უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია დარჩენილი ნანგრევებში.. სამუშაოები 21-ე საათია გრძელდება, დილიდან დაიწყო საუბარი იმაზე თუ რა გახდა მიზეზი 26-მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის, თავიდან საუბარი იყო გაზის აფეთქებაზე, შემდეგ უკვე კი ეს ვერსია 90-95% იყო უგუველყოფილი და გაჩნდა ვერსია,რომ მიზეზი პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოები იყო, რა დროსაც სავარაუდოდ მოხდა საძირკველის მოშლა, ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა და პირველრიგში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ზუსტი მიზეზის დადგენა, თუმცა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც დღეს ჩამოინგრა.რეესტრმა სწორედ გუშინ, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.
„დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“არსებობს ვარაუდი, რომ ეს სამუშაოები კორპუსში უკვე მიმდინარეობდა.საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაურ ბუდატოვი [რეესტრში ზოგჯერ ბუდაგოვად არის მოხსენიებული, თუმცა ერთი და იგივე პირადი ნომრით ფიქსირდება], იგივე ბუდაგოვი ამ მისამართზე ფლობდა 200 კვ მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს.გუშინ დანგრეული კორპუსთან თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ყვებოდნენ, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ: „სახლი ზანზარებდა“.ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს. მან გვითხრა ასევე, რომ კორპუსი ე.წ. სინკარული ტიპისაა და არსებობს ასევე ვარაუდი, რომ სახლის ერთ სართულს სინკარები გამოაცალეს, რამაც ნგრევა გამოიწვია.კორპუსი ზუსტად 26 მაისის ქუჩაზე #13-ში მდებარეობდა, ერთი მხრიდან მემედ აბაშიძის ქუჩისა და მეორე მხრიდან კლდიაშვილის ქუჩების კვეთის შუაში. ამ სახლის შიდა ეზოს მხარეს შესვლა მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან შეიძლება.
საჯარო რეესტრში ასახული მონაცემებით, მოქალაქე ზაურ ბუდატოვი ცვლილების რეგისტრაციას ითხოვდა, ეს ცვლილება კი სარდაფის და ბინის გაერთიანებას გულისხმობდა. წარდგენილი დოკუმენტების დახარვეზების ერთ-ერთ მიზეზად რეესტრმა დღეს ჩაწერა:„დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“განაცხადში, წარდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალში წერია ისიც, რომ წარდგენილია ამხანაგობის კრების ოქმი.წარმოების შეჩერების საფუძვლად რეესტრმა მიუთითა ასევე, რომ ცვლილება მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს. როგორც ჩანს, დაინტერესებულმა პირმა ვერც ამ მხრივ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტი.