24 წლის მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა.
როგორც ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერს, მას გადაწყვეტილი აქვს ძალები სხვა მიმართულებით მოსინჯოს.
შეგახსენებთ, რომ ფაჟავას ყველაზე დიდი წარმატება 2015 წელს ევროპულ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალია.
მას 4-ჯერ აქვს დაკავებული მე-3 ადგილი მსოფლიო თასის ეტაპებზეც, ოლიმპიადაზე კი 2-ჯერ მონაწილეობდა: 2016 წელს, რიოში, მე-14 ადგილზე გავიდა, ხოლო წელს ტოკიოში – მე-17-ზე.