აქცია - მოსახლეობა მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ

06 ოქტომბერი 2021, 18:40 2515 ნახვა

ინასარიძის 16 ნომერში 35 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები  მშენებელ კომპანიას უპირისპირდებიან. ამბობენ, რომ სახლი 10 წლის შემდეგაც არ შესულა ექსპლუატაციაში. კორპუსში 700-მდე ბინაა  და   ოჯახები 4-დან მხოლოდ ერთი, ისიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ლიფტით სარგებლობენ. ამბობენ, რომ კომპანია არც სხვა ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. კორპუსის მცხოვრებლები პრობლემის მოსაგვარებლად  მშენებელს   ორდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. კომპანიაში სატელევიზიო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, მერიაში კი ამბობენ, რომ კერძო დავაა და მერია მხოლოდ მას შემდეგ ჩაერევა, რაც კორპუსის ამხანაგობა შეიქმნება.  

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი