საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ს.ა.-სა და გ.ა.-ს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 68.34 გრამი) კუთვნილი ბარგით, მალულად შემოჰქონდათ.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 303,18 ლარი შეადგინა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 8 303,18 ლარით დაჯარიმდნენ.