საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონცერტებსა და ფესტივალებთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება.
"იხსნება კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით", - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ.
ქვეყანაში, კონცერტებისა და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რამდენიმე თვის წინ აიკრძალა.