სოფელ წაბლანადან კიდევ ხუთი ოჯახი გაიყვანეს 

05 ოქტომბერი 2021, 11:27 1909 ნახვა

სოფელ წაბლანადან, გეოლოგების რეკომენდაციით, კიდევ ხუთი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. მიწის მასა ორი დღის წინ, ღამით ჩამოიშალა და საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და სასწავლო დაწესებულებას.

ჩაკეტილია სოფელთან მისასვლელი ერთ-ერთი გზაც. მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება, სასწავლო პროცესი კი კვლავ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

 გაწმენდითი სამუშაოების დაწყება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ცენტრალურ გზას, რომელიც მეწყერმა ჩაკეტა იწმინდება.

ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში სხვა მეწყერული კერა არ ფიქსირდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში