მეწყერი ხულოში

04 ოქტომბერი 2021, 12:02 1022 ნახვა

მეწყერი ხულოში. სოფელ წაბლანიდან 7 ოჯახი ევაკუირებულია.  ჩამოწოლილმა მიწის მასამ გადაკეტა ფუშრუკაულის, ხიხაძირისა და თხილვანის თემებისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. ამის გამო სოფელ წაბლანაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა. 

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის  გაწმენდითი სამუშაოები იქამდე ვერ დაიწყება ვიდრე გეოლოგები ტერიტორიას არ შეისწავლიან.  მოქალაქეები შიშობენ, რომ საფრთხე მთლიანად სოფელს ემუქრება.

სოფელი წაბლანა  1989 წელსაც  დაიმეწყრა, რის შედეგადაც 19 ადამიანი გარდაიცვალა.

მცირე ზომის მეწყრები ხულოში კიდევ ორ სოფელშია განვითარებული ჩაოსა და ვაშლოვანში.ასევე ბათუმი ახალციხის გზაზე, სოფელ ზვარესთან ფერდობიდან ლოდი ჩამოვარდა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში