ლარის არსებობის ისტორიაში, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურების ანტი - რეკორდი მოხსნა. მთავრობა კი იმ გეგმაზე მუშაობას იწყებს, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს, რასაც სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციაში. ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ლარიზაციის გეგმა ეფექტური იქნება, მეორე ნაწილის შეფასებით კი მოქალაქეებს ლარში საპროცენტო განაკვეთი გაეზრდებათ.