მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით შევძლებთ გამარჯვებას - კახა კალაძე

03 ოქტომბერი 2021, 12:37 886 ნახვა

მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ძალიან ვაფასებ იმ ნდობას რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ. მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 48%-იანი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. 

თბილისის საკრებულოში 29 მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით თბილისის მერობის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. 

არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას თუ რამ გამოიწვია ეს შედეგი. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ.

შეიძლება, მეც რაღაც, დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ თბილისელების მხარდაჭერით შევძლებთ გამარჯვებას"-განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში