უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მათი პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას, მიმართა ქართულ მხარეს, დაუშვას მასთან უკრაინის კონსული სამართლებრივი და საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად.
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაშია მოთავსებული. 7 ნოემბერი, ვალერი გელაშვილის ცემა, გირგვლიანის საქმე, სახელმწიფო თანხების გაფლანგვა - ამ საქმეებს ედავებიან მიხეილ სააკაშვილს.