მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ. „ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა „ამერიკის ხმას“.