კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი საქართველოში ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. პუტინის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ რუსეთი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ვერ ხედავს.
პესკოვის თქმით, იქ , სადაც სააკაშვილია -იქ ცირკია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცირკი საფრთხეს არ უქმნიდეს ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც ეს ბატონი ბრძანდება.