საქართველოშია თუ არა მიხეილ სააკაშვილი და როდის გამოჩნდება საზოგადოების წინაშე? - კითხვაზე პასუხები არაერთგვაროვანია. „ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად გამორიცხავენ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ყალბია, თანაც უხარისხო. თორნიკე რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვერასოდეს გაბედავს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთოს.
რისიც არ სჯერათ მმართველ გუნდში, დარწმუნებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში.“ პარტიაში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმშია და ხვალ არჩევნების დასრულების შემდეგ, საღამოს, 20 საათსა და 5 წუთზე საერთო გამარჯვების დღესასწაულს ჩაუდგება სათავეში.