''ლარის გაუფასურება არის ეროვნული ბანკისა და მთავრობის შეთქმულება''-ასეთია ექსპერთა ნაწილის შეფასება ეროვნული ვალუტის დევალვაციაზე. მთავრობა კი იმ გეგმაზე მუშაობას იწყებს, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს, რასაც სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციაში. ლარი კი რყევებს განაგრძობს.