ტურნირი ქვიშის ფრენბურთში

01 ოქტომბერი 2021, 10:56 827 ნახვა

ბათუმში დასრულდა აჭარის ფრენბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი ქვიშის ფრენბურთში, რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავებული ფორმატით იმართება და ევროპაში მას კორტის მეფეების სახელით იცნობენ. ასპარეზობა 15 წუთიან რაუნდით 15 ქულამდე გრძელდება. 

შეჯიბრება საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში წყვილები ბათუმიდან, გორიდან, ცაგერიდან და თბილისიდან მონაწილეობდნენ. 

ტურნირის გამარჯვებული გახდა წყვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პეტრე ლობჟანიძისა და ალექსი ზაქაიძის შემადგენლობით. 

ორგანიზატორთა თქმით, შეჯიბრება მომავალში უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს და მას უკვე საერთაშორისო სტატუსი მიენიჭება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში