ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

01 ოქტომბერი 2021, 10:06 662 ნახვა

აჭარის ვეტერან სპორტსმენთა ფედერაციის ორგანიზებით ბათუმი ორი დღის განმავლობაში ვეტერანთა შორის მაგიდის ჩოგბურთში ღია ტურნირს მასპინძლობდა როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის. შეჯიბრებაში 30-მდე ვეტერანი სპორტსმენი მონაწილეობდა. 

ქალთა შორის ჩემპიონი ნანული გოგიშვილი გახდა, მამაკაცთა შორის კი პირველობა პავლე დურმანხინიანმა მოიპოვა.

როგორც ტურნირის ორგანიზატორისა და მთავარი მსაჯის შალვა ტაბაღუამ განაცხადა, აღნიშნული შეჯიბრება ხშირად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში