საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

30 სექტემბერი 2021, 23:45 958 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია. საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანი 3.5 : 0.5 დაამარცხეს, ხოლო მეორე პარტია საყაიმო ანგარიში 2:2 დასრულდა და საქართველო შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში ქართველი მოჭადრაკეები ინდოეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მეორე ნახევარფინალში კი რუსეთი და უკრაინა იბრძოლებს.

მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდური ჩემპიონატი ესპანეთის ქალაქ სიტჯეში მიმდინარეობს. ტურნირში 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით თამაშობს : ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი